საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა იწყება, რომლის ფარგლებში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობასაც შეისწავლიან. სამუშაოები 20 სექტემბერს დაიწყება და 20 დეკემბრამდე გაგრძელდება. კვლევის შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი.
ზედიზედ განცდილი ორი მარცხის შემდეგ ტოჩინოშინმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ლევან გორგაძემ ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირის მეათე დღეს ბრაზილიელი მეტოქე რიკარდო სუგანო იგივე კაისეი დაამარცხა და მოგება-წაგებათა ბალანსი 6/4 გაუხდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 92 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, საიდანაც 52 ათასი ტონა საფერავი, 29 ათასი ტონა რქაწითელი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა…
თელავის ცენტრალური (რაიონული) საავადმყოფოს კარდიო-ინტენსიურ განყოფილებაში პაციენტის კორონოგრაფიული გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში სტენტირება ხდება. გარდა ამისა, იმ პაციენტებისთვის, ვისაც სხვადასხვა ტიპის რითმოლოგიური დარღვევები აღენიშნებათ, განყოფილებაში არითმოლოგიური სამსახური მოქმედებს.
28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან სალომე ზურაბიშვილის კანიდატურის მოხსნას 13 ათასზე მეტი ადამიანი ითხოვს. ონლაინ პეტიციის ხელმომწერები ამ მოთხოვნით ზურაბიშვილის გარდა, „ქართულ ოცნებასაც“ მიმართავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორის ცენტრში პოლიციის თანამშრომელსა და მოქალაქეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ორი კვირის წინ, საკუთარი სურვილით დაწერა.
კოსმოსური რაკეტების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ SpaceX, პირველი ტურისტი შეარჩია, რომელიც კომპანიის მიერ წარმოებული რაკეტით მთვარის გარშემო იმოგზაურებს. როგორც პრესკონფერენციაზე SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, მთვარეზე პირველი ტურისტი იაპონელი მილიარდერი იუსაკუ…
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში არასრულწლოვანთა სამმართველო შეიქმნება, რომელიც თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე იქნება პასუხისმგებელი.
რუსული სამხედრო თვითმფრინავი Ил-20, რომლის ბორტზეც 14 სამხედრო იმყოფებოდა, ხმელთაშუა ზღვის თავზე გაუჩინარდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11