weather cur horoscope tv
ივნისი 08, 2025

ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე N1-ში მდებარე დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოს ნაწილს, 995.00 კვ.მ-ს, აღსრულების ეროვნული ბიურო აუქციონზე ყიდის. მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 482 250 ლარია.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში 63 წლის მამაკაცი. ა. პ-შვილი მოკლეს. როგორც მოკლულის მეზობლებმა „რეგინფოს“ განუცხადეს, მამაკაცს ყელი აქვს გამოჭრილი.

სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტი ნოდარ ჩაჩუა სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით დააკავეს.

მოსკოვში არსებულ ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში უცნობმა მამაკაცმა ცნობილი რუსი რეალისტი მხატვრის, ილია რეპინის ნახატი „ივანე მრისხანე და მისი ძე ივანე 1581 წლის 16 ნოემბერს“ დააზიანა. ფერწერული ტილო ცენტრში სამ ადგილასაა…

დღეს 2018 წლის ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო მატჩი - ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. ევროპული საკლუბო სეზონის დამაგვირგვინებელ შეხვედრაში კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ერთმანეთის წინაშე მადრიდი „რეალი“ და „ლივერპული“ წარდგებიან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები მკვიდრდება.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „ვარდების რევოლუციის მოედანს“ სახელი გადაერქვა და „პირველი რესპუბლიკის მოედანი“ ეწოდა. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ამ გადაწყვეტილებას მხარი უმრავლესობის 30-მა წევრმა დაუჭირა. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

მაისის მიმდინარე სუპერტურნირზე ლევან გორგაძემ ზედიზედ მეორე მარცხი მიითვალა. ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა მე-14 ორთაბრძოლა იოკოზუნა კაკურიუსთან დათმო, რომელიც ტოჩინოშინის ძლევით ნაცუ ბაშოზე ერთპიროვნულად გალიდერდა.

ბრაზილიის ბანკის კულტურულ ცენტრში გამართულ გამოფენაზე უნიკალური ქართული ანბანის სამი სახეობა წარმოადგინეს. ღონისძიებაზე, რომელიც ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა, ასევე აჩვენეს ვიდეო რგოლი ქართული ანბანის შესახებ სახელწოდებით GEORGIA…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]