weather cur horoscope tv
ივნისი 03, 2025

პროექტ Check in Georgia 2018-ის ფარგლებში ანსამბლი „ერისიონი“ ტურნეს იწყებს. „ქართული საგანძური“ - ასე ჰქვია გრანდიოზულ პროგრამას, რომლითაც „ერისიონი“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მაყურებლის წინაშე წარდგება.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რიგით მეხუთე ყრილობა დღეს გაიმართება. ყრილობა პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევს.

თბილისში, რაჟდენ გვეტაძის ქუჩაზე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 65 წლის მამაკაცი დაიღუპა, ხოლო სამი ადამინი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, დაშავდა.

„სასკი ბასკონიას“ კაპიტანი თორნიკე შენგელია ევროლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველმა კალათბურთელმა თავის კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ესპანურ კლუბის ისტორიაში პირველად პლეი-ოფში გასვლაში.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს 12 ივნისს, სინგაპურში შეხვდებიან. ამის შესახებ ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის მიერ დაგეგმილი საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის დეტალებზე ისაუბრა. ქუმსიშვილის ინფორმაციით, რეფორმაზე მუშაობის პროცესში არაერთი ქვეყნის მაგალითი შეისწავლეს.

ძიუდოს ეროვნული ნაკრების იმ წევრებმა, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, დღეს, ქევხიშვილს კონკრეტული კითხვებით მიმართეს. სპორტსმენები ფედერაციას მათი და მწვრთნელების კუთვნილი ანაზღაურების მითვისებაში ადანაშაულებენ.

იუსტიციის სამინისტრომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა, რომელიც უცხოელებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურაში სიახლეებს ითვალისწინებს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გავაზი დაისეტყვა. სოფელში მერის წარმომადგენლის ავთანდილ ცუკოშვილის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით 800 ჰექტრამდე ვენახია დასეტყვილი. სეტყვამ ვაზი დაახლოებით 60-70 %-ით დააზიანა.

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში წყალმომარაგების პროექტი განხორციელდება. პროექტის ღირებულება 17 მილიონ 600 ათასი ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ნორიოში, მარტყოფში, ახალსოფელში, ახალ სამგორსა და ვაზიანში მცხოვრები 35 000…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]