weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

თორნიკე შენგელია ევროლიგის სეზონის ხუთეულში მოხვდა

10:14 პარასკევი, 11 მაისი 2018

„სასკი ბასკონიას“ კაპიტანი თორნიკე შენგელია ევროლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველმა კალათბურთელმა თავის კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ესპანურ კლუბის ისტორიაში პირველად პლეი-ოფში გასვლაში.

აღნიშნული სიმბოლური ხუთეული ჟურნალისტებისა (75%) და გულშემატკივართა (25%) გამოკითხვის შედეგად იქნა შედგენილი, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

ნიკ კალატესი („პანათინაიკოსი“), ნანდო დე კოლო (მოსკოვის „ცსკა“), ლუკა დონჩიჩი (მადრიდის „რეალი“), თორნიკე შენგელია („სასკი ბასკონია“), იან ვესელი („ფენერბაჰჩე“).

შენგელია არამარტო თავის გუნდს ლიდერობდა, არამედ კარიერის რეკორდი დაამყარა მოხსნების მიხედვით. ქართველი კალათბურთელი ევროლიგაზე საშუალოდ თამაშში 13.7 ქულას აგროვებდა, რაც მძიმე ფორვარდებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. მარგი ქმედების საშუალო კოეფიციენტი 18.2 იყო, რაც მისი კარიერის საუკეთესო შედეგია, ხოლო მოხსნებმა 6.1 შეაგდინა და ეს ლიგაში მესამე მაჩვენებელია.

„ბასკონიას“ ლიდერმა ჩინებულად ითამაშა შეტევაში და ორქულიანების 61.4% ჩააგდო. ამასთან, საშუალოდ 2.2 პასით ასრულებდა შეხვედრას და თამაშობდა კარიერის ყველაზე მეტ დროს – 25:29 წუთი საშუალოდ. ორმაგი დუბლი 6-ჯერ შეასრულა და ესეც სეზონის საუკეთესო შედეგია. შენგელია ორჯერ გახდა ტურის საუკეთესო მოთამაშე (MVP), რაც კარიერაში ასევე პირველად მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ „ბასკონია“ პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ოთხთა ფინალს ვერ უწია, რადგან მოქმედ ჩემპიონ „ფენერბაჰჩესთან“ სერია 1:3 წააგო. თორნიკე შენგელიას სტატისტიკა კი ასეთი გამოდგა:

33 თამაში, 841:15 წუთი, 451 ქულა, 200 მოხსნა (147 დაცვაში, 53 შეტევაში), 72 პასი, 26 ჩაჭრა, 18 დაფარება, 601 მარგი ქმედების კოეფიციენტი, ორქულიანი: 154/251, სამქულიანი: 15/46, საჯარიმო: 98/144. საშუალოდ: 25:29 წუთი, 13.7 ქულა, 6.1 მოხსნა, 2.2 პასი, 0.8 ჩაჭრა, 0.5 დაფარება, 18. მარგი ქმედების კოეფიციენტი, ორქულიანი 61.4%, სამქულიანი 32.6%, საჯარიმო 68.1%.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]