weather cur horoscope tv
ივნისი 02, 2025

არჩილ ტატუნაშვილის მშობლები და მათი ინტერესების დამცველი ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ითხოვენ, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის ეფექტიანი გამოძიებისათვის, საქართველომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი მოამზადოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (გლდანი) - თიანეთის საავტომობილო გზის 45-ე კილომეტრზე ჩაინგრა გზის ასფალტის საფარი ღერძულა ხაზზე დაახლოებით 1 მეტრი დიამეტრით.

2018-2019 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დღეს დაიწყო. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე (registration.emis.ge) და 8 ივნისს დასრულდება.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულსა და ფონიჭალაში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 7 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

მსოფლიოში ცნობილი როკ-ჯგუფის System of a Down-ის სოლისტი სერჟ ტანკიანი დღეს ერევანში ჩავიდა, რითიც საპროტესტო მოძრაობის ლიდერის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ნიკოლ პაშინიანის და ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა კიდევ ერთი თვით გადაიდო. ვადის გადაწევის საკითხი ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დააყენა, რასაც უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში უკვე აქტიურად მიმდინარეობს. სოფლის ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, პროცესის დაწყების შესახებ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ…

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სეიდ გოჯალოში 21 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედარი გუშინ, მდინარე დებედასთან ნახეს. ახალგაზრდას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ძალადობის ბრალდებით 2 პირი - 1994 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ვ.ხ. და 1992 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]