weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

პერუში არსებული ორიათასწლოვანი ნასკას ხაზების ნაწილი გასულ კვირას სატვირთო მანქანის მძღოლმა დააზიანა. ხაინერ ხესუს ფლორეს ვირგო მას შემდეგ დააკავეს, რაც გამაფრთხილებელი სიგნალები უგულებელყო, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილ ზონაში…

თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. მეზობლების ინფორმაციით, მოკლულია დავით ქმოსტელი, მეტსახელად „ძივითა“, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობდა და უბანში მეგობართან მიდიოდა. მათივე ინფორმაციით, დავით ქმოსტელს ნიღბიანმა პირმა ესროლა.

მთავრობის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. დასჯადი ხდება ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვაც.

საქართველოს მთავრობამ ტყით სარგებლობის მარეგულირებელ დადგენილებებში შეტანილი ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა.

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის თასს 8 თებერვალს, თბილისში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მსოფლიო ჩემპიონი ქრისტიან კარამბე ჩამოიტანს. FIFA-ს თასს საქართველოს დედაქალაქში მსოფლიო ტურის ფარგლებში ჩამოიტანენ, რომელიც ლონდონში 23 იანვარს დაიწყო.

პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. ამის შესახებ გიგი უგულავამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ სირიაში, ქალაქ იდლიბის მახლობლად რუსული მოიერიშე თვითმფრინავი „სუ-25“ ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემით ჩამოაგდეს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გზის პირზე ევკალიპტის და სხვადასხვა ჯიშის ხეების გასხვლა გააპროტესტეს. მათი…

პოლონეთის ქალაქ ტორინში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს წარმომადგენლებმა მოკლე და თავისუფალ პროგრამებში გამოსვლა გამარჯვებით დაასრულეს და საერთო ქულათა ჯამით პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაისაკუთრეს.

შს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსი შოთა მოსულიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას 41 წლის თამაზ თამაზაშვილი შეცვლის.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]