weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. წელს ეს მკვდარი დელფინის გამორიყვის მეორე შემთხვევაა. პირველი ფაქტი 20 იანვარს დაფიქსირდა.

პროფესიული სუმოს სუპერტურნირზე განვლილი 11 დღის შემდეგ ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ლიდერთა შორის იმყოფება, რაც ისტორიაში პირველად ხდება. ტოკიოში მიმდინარე ჰაცუ ბაშოზე ტოჩინოშინმა მე-10 გამარჯვება მიითვალა, პირველადგილოსანმა კაკურიუმ კი პირველი…

აჭარაში 100 წელს გადაცილებული 28 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა შორის ყველა ქალია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის ფარგლებში 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს საბანკო ანგარიშზე 1000 ლარი დაერიცხათ.

ახმეტაში, ალაზნის სარწყავ არხში 41 წლის მამუკა ძებნიაურის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით მას ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში UEFA-ს მიერ ეროვნული ნაკრებებისთვის დაარსებული ახალი ტურნირის, ერთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა, სადაც საქართველო მეოთხე რანგის მეტოქეებს შორის იყო და D ლიგის პირველ ჯგუფში ლატვიასთან, ყაზახეთსა და ანდორასთან…

ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს მანდატურმა პნევმატური იარაღი უპოვა. სკოლის დირექტორის ფატი სიორიძის ინფორმაციით, შემთხვევა 22 იანვარს მოხდა.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი ბექა წიქარიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ სამართალდამრღვევად სცნო და 14 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. წიქარიშვილი პოლიციამ გუშინ, იმ დროს დააკავა, როდესაც გიორგი გიორგანაშვილის…

ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ტურნირი რამდენიმე თვეში ალბანეთში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მოულოდნელად საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვეტილება შეცვალა და პრესტიჟული ტურნირის ჩატარების ადგილად საქართველოს დედაქალაქი აირჩია.

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, თამთა გაბრიჩიძის მოკლემეტრაჟიანმა დოკუმენტურმა ფილმმა „სოვდაგარი“ სანდენსის კინოფესტივალზე დოკუმენტური სექციისთვის განკუთვნილი პრიზი მოიპოვა.

გარდაბნის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2650 ლარის ნაცვლად 4500 ლარი გახდა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელფასს აღემატება. მნიშვნელოვნად გაიზარდა მერიისა და საკრებულოს სხვა თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების ხელფასებიც.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]