weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სამი მუშა დაშავდა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, სამივე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოკლული ქართველი ექიმის დავით კანდელაკის საქართველოში გადმოსვენებისთვის საჭირო ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საკონსულო ვაშინგტონში გარდაცვლილის ოჯახთან კავშირში იმყოფება. გუშინ გარდაცვლილის ახლობლებმა ინტერნეტის საშუალებით გადმოსვენებისთვის საჭირო თანხის შეგროვება…

ახმეტაში 41 წლის მამუკა ძებნიაურს ეძებენ. სავარაუდოდ, ის რამდენიმე დღის წინ სარწყავ არხში ჩავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, არხში სამძებრო ღონისძიებები გუშინ დაიწყო და მასში ადგილობრივ მაშველებთან ერთად, თბილისიდან…

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას საოცრად შედეგიანი მატჩი ჰქონდა. მისმა კლუბმა „სასკი ბასკონიამ” ლიგა ენდესას მე-17 ტურში „რეალ ბეტისს” უმასპინძლა და ქართველი წევრის წინამძღოლობით საკმაოდ იოლად 94:70 დაამარცხა.

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე წლის პირველი სუპერტურნირის მე-8 დღეს აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა იოშიკაძე დაამარცხა და ერთადერთი წაგების წილ მე-7 მოგება მიითვალა.

20 იანვარს თურქეთის ქალაქ ბაიბურთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კიკბოქსინგში, სადაც მონაწილეობას დედოფლისწყაროს კიკბოქსინგის კლუბი „ჩემპიონი“ იღებდა, ნოდარ ფიროსმანაშვილმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაიწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, ახალი სტადიონის მშენებლობა ისტორიული პროექტია და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი მასშტაბის, სრულიად ახალი და თანამედროვე სტადიონი პირველად სწორედ…

ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალის მეოთხე სართულზე, ლიფტის შახტაში 45 წლამდე ასაკის ქალი ჩავარდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დამლაგებელმა ქალმა ლიფტი გამოიძახა, თუმცა კარის გახსნის შემდეგ ლიფტის კაბინა არ დახვდა. მან ეს ვერ შენიშნა…

საქართველოს პარლამენტის წევრის შოთა შალელაშვილისა და მისი მეუღლის ირა ფიჩხაძის საკუთრებაში დაახლოებით 1 100 000 ევროს ღირებულების სამკაულები ირიცხება. ინფორმაცია პარლამენტარის მიერ 2017 წლის 30 დეკემბერს იქნა დეკლარირებული.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში ქართველი ექიმი, 31 წლის დავით კანდელაკი მოკლული იპოვეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ ბინაში დავით კანდელაკთან ერთად 30 წლის ჯოშუა რაისის ცხედარიც იყო. პოლიციის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]