weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თორნიკე შენგელიამ 22 წუთში 22 ქულა ჩააგდო

11:24 ორშაბათი, 22 იანვარი 2018

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას საოცრად შედეგიანი მატჩი ჰქონდა. მისმა კლუბმა „სასკი ბასკონიამ” ლიგა ენდესას მე-17 ტურში „რეალ ბეტისს” უმასპინძლა და ქართველი წევრის წინამძღოლობით საკმაოდ იოლად 94:70 დაამარცხა.

შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 22 წუთში 22 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 10-დან 7 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა. შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 34-ს გაუტოლდა და ცხადია, ის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა.

„ბასკონია“ 10 მოგებითა და 7 მარცხით მე-6 ადგილზეა, თორნიკე შენგელია კი დიდი ალბათობით, ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]