weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

ერთ-ერთ ნორვეგიულ ოჯახში ახალდაბადებულ გოგონას სახელად YNWA დაარქვეს, რომელიც ცნობილი სიმღერის “You'll Never Walk Alone“, აბრევიატურას წარმოადგენს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურის დასახელებას გამორიცხავს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხცადა, პრეზიდენტობის კანდიდატებზე „ქართული ოცნება“ არ ჩამოყალიბებულა.

მიმდინარე ევროლიგაში თორნიკე შენგელიას „სასკი ბასკონია“ ერთი ქულით დამარცხდა, თავად ქართველი კალათბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა. გიორგი შერმადინის დამხარებით კი „უნიკახამ“ მადრიდის „რეალი“ დაამარცხა.

სამართალდამცავებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქევხიანში 47 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა თ.ვ.-მ ცოლს, 26 წლის მ.ვ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ბელარუსში, მინსკის აეროპორტში ორი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მაკედონიას მოუწოდებს, მოაგვაროს თავისი სახელწოდების გარშემო საბერძნეთთან უთანხმოება და განახორციელოს რეფორმები, თუ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება სურს.

მლეთა-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთი, სადაც გუშინ საღამოს შემდეგ ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო, გაიხსნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა კვლავ აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე. აქ გზის გაწმენდითი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა და შესაძლოა…

მარნეულში, მატარებლის დაჯახების შედეგად 12 წლის ბავშვი დაიღუპა. რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, სარკინიგზო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მე-7 კლასის მოსწავლე სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა.

სომხეთის მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩი არმენ სარქისიანი დაასახელა. შესაბამისი გადაწყვეტილება სომხეთის რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელმა ორგანომ 18 იანვარს მიიღო. სომხური მედიის ინფორმაციით, სარქისიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა…

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრა ჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება კიდევ ერთხელ, ამჯერად 31 იანვრისთვის გადადო. სვანეთში, მდინარე ნენსკრაზე 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად საქართველო EBRD-ისგან 214 მილიონი აშშ…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]