weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

დღეს, 21 იანვარს საქართველოს ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე თოვლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანი ახალგაზრდებში ზამთრის სპორტის პოპულარიზაციაა.

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა რუსული მოტოკლუბის „ღამის მგლების“ ლიდერი ალექსანდრ ზალდასტანოვი, მეტსახელად „ქირურგი“, 55-ე იუბილეზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოთი - ახმად კადიროვის ორდენით დააჯილდოვა.

თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე, აფრინის რაიონში სირიელი ქურთების წინააღმდეგ სახმელეთო და საჰაერო ოპერაცია დაიწყო. გენერალური შტაბის განცხადებით, ოპერაცია სახელწოდებით „ზეთისხილის რტო“ სირიის ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემით ჩატარდება და მისი სამიზნე ტერორისტები არიან.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ციმბირის ერთ-ერთ სკოლაში ნაჯახით შეიარაღებული მოსწავლე მასზე უმცროს მოსწავლეებს თავს დაესხა და სულ მცირე ექვსი ადამიანი დაჭრა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა.

პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ, 2017 წლის 29 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებით, შპს „მანას“ 40 000 აშშ დოლარი ასესხა. სესხის ხელშეკრულება 6 თვის ვადით გაფორმდა, თუმცა თანხის გასესხების პირობები დეკლარირებული არ არის.

სახელმწიფოს მიერ შექმნილმა შპს „მექანიზატორმა“ 130 ერთეული უახლესი „პიკაპის“ შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. ავტომანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან 7 408 600 ლარია გამოყოფილი.

თეთრიწყაროს მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ყოველთვიური ხელფასი 2650 ლარიდან 3600 ლარამდე, მერის პირველი მოადგილის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა 2100 ლარიდან 2700 ლარამდე გაიზარდა, მერის ორი მოადგილე კი 2000 ლარის ნაცვლად…

ბათუმში, სანაპიროზე ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის დეპარტამენტის უფროსის არჩილ გუჩმანიძის განცხადებით, ძუძუმწოვრის გამორიყვის შემთხვევა წელს პირველად დაფიქსირდა, გასულ წელს კი ზღვამ 98 დელფინი გამორიყა.

წინააზიური ჯიქი სახელად ვიქტორია, რომელიც ორი თვის წინ აფხაზეთში დაიჭირეს და ველურ ბუნებაში გაუშვეს, მკვდარი იპოვეს. ბუნების მსოფლიო ფონდის რუსეთის პროგრამის დირექტორმა იგორ ჩესტინმა ძუ ჯიქის სიკვდილს დიდი დანაკარგი უწოდა.…

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა. შსს-ს ინფორმაციით, დეპარტამენტი ოჯახური დანაშაულის ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]