weather cur horoscope tv
მაისი 23, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

ჯიქი, რომელიც აფხაზეთში რამდენიმე თვის წინ დაიჭირეს, მთებში მკვდარი იპოვეს

11:51 შაბათი, 20 იანვარი 2018

წინააზიური ჯიქი სახელად ვიქტორია, რომელიც ორი თვის წინ აფხაზეთში დაიჭირეს და ველურ ბუნებაში გაუშვეს, მკვდარი იპოვეს. ბუნების მსოფლიო ფონდის რუსეთის პროგრამის დირექტორმა იგორ ჩესტინმა ძუ ჯიქის სიკვდილს დიდი დანაკარგი უწოდა. მისი განცხადებით, წელს მათ კავკასიის ველურ ბუნებაში ჯიქის გამრავლების ერთადერთი შანსი დაკარგეს.

„თუმცა ნებისმიერი პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია ცხოველთა პოპულაციის გამრავლებასთან, დაზღვეული არ არის მსგავსი რისკებისგან, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ჯიქს ეხება, რადგან როგორც წესი ისინი მათზე უფრო დიდ ცხოველებზე ნადირობენ. მაგრამ ვიქტორიას სიკვდილი დიდი მოულოდნელობაა. ის ხომ ერთ წელზე მეტი ბუნებრივ პირობებში ცხოვრობდა, გადაიტანა ზამთარიც, შესანიშნავად ნადირობდა, აქტიურად იყენებდა ტერიტორიას და გაურბოდა ადამიანთან კონტაქტს, ესე იგი, მან ბოლომდე ჩააბარა ველურ ბუნებაში ცხოვრების გამოცდა“, - განაცხადა ჩესტინმა.

„სპუტნიკ აბხაზიას“ ინფორმაციით, რუსეთის გარემოს  სამინისტროში განაცხადეს, რომ ძუ ჯიქს რაიმე სახის დაზიანება ან ჭრილობა არ აქვს. „ამ მონაცემების და გადაადგილების მარშრუტის შედარებით, იმის გათვალისწინებით, რომ ამინდის გაუარესებას ადგილი არ ჰქონია და საკვები ბაზაც არსებობდა, სამუშაო ჯგუფის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ იანვრის შუა რიცხვებში ჯიქი დიდი ზომის ცხოველზე წარუმატებელი ნადირობის შედეგად მოკვდა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დანაკარგის მიუხედავად დასავლეთ კავკასიის მთებში წინააზიური ჯიქის პოპულარიზაციის აღდგენის პროგრამის შეჩერება არ იგეგმება. პროგრამის ფარგლებში, 2016 წელს, კავკასიის ბიოსფერულ ნაკრძალში სამი ჯიქი - ძუ ვიქტორია და ხვადები - კილი და ახუნი გაუშვეს. ვიქტორია, აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნიში ერთ-ერთმა ადგილობრივმა 2017 წლის ნოემბერში დაიჭირა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]