weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ტყე იწვის

15:16 ხუთშაბათი, 01 სექტემბერი 2022

ლიკანთან, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ტყე იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე მაშველები და ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ადგილობრივებმა კვამლი დაახლოებით დღის 12 საათზე შენიშნეს. ცეცხლი წიწვოვან ხეებს უკიდია.

ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და გავრცელების ფართობი.

ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ბორჯომში, სადაც სოფლების - ქვაბისხევისა და ზორეთის მიმდებარედ ცეცხლი 19 აგვისტოს გაჩნდა. ბორჯომის მერის, ოთარ არბოლიშვილის განცხადებით, დღეისთვის ხანძრის პასიური კერები რჩება და ცეცხლის გავრცელების საშიშროება ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

შაბათამდე, 3 სექტემბრამდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურამ დაბლობში, ბარში და მთიანი რეგიონების ცალკეულ რაიონში შესაძლოა 38, 40 გრადუსს მიაღწიოს. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად.

 

ამ თემაზე:

პრემიერი ხანძრებზე: ვიცით რა ქვეყნის შიგნით ძალების ბუნება, დივერსია გამორიცხული არ არის

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]