weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული სამოქალაქო ავიარეისები განახლდა. სოფელ ომალოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის გახსნამდე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი უფასო ფრენებს ყოველ სამშაბათს შეასრულებს და 18 ადამიანს მოემსახურება.

სამხრეთ ავღანეთში დანაღმული ავტომანქანის აფეთქებისსას, რომელიც თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, ექვსი პოლიციელი დაიღუპა ცხრა ადამიანი დაჭრა, მათ შორის ხუთი მძიმედ. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა. სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ახალგაზრდა ძალოსანი სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.

შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, მოთხოვნად მიმართულებებზე გაზრდილი მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად, 2017 წლის 28-29-30-31 დეკემბერს და 2018 წლის 05-06-07 იანვარს „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით ელექტრომატარებლებს ნიშნავს.

2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების შეცვლის ბოლო ვადამ 2018 წლის 1-ელ აპრილამდე გადაიწია. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილება დღეს შევიდა.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ  განაცხადა, რომ აფხაზეთის ბაზარი საქართველოდან შეტანილი პროდუქციით არის სავსე, რის გამოც აუცილებელია, საზღვარზე საქონლის გადაადგილება გაკონტროლდეს. ხაჯიმბამ ხაზი გაუსვა, რომ საბაჟოს გახსნა „საქართველოსთან ეკონომიკური…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 დეკემბერს, დილის 8 საათიდან, სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ტერიტორიული დანაყოფების თანამშრომლებმა, დანაშაულის პრევენციის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს.…

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს 66 ხმით, 3-ის წინააღმდეგ მხარიდაუჭირეს.ამ ფორმით კანონში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგები არიან კომერციული ტელეკომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. კანონპროექტს…

თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია 6 წლის ვადით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრად აირჩიეს. სემეკ-ის კიდევ ერთ წევრად დღესვე კომიისიის ყოფილი წევრი გოჩა შონია აირჩიეს. მათ…

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ გაყიდვას. „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ითხოვდნენ, კლუბის შეძენით დაინტერესებული პირები საკრებულოში მისულიყვნენ და წარედგინათ გეგმა, როგორ აპირებენ კლუბის განვითარებას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]