weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამას ევროკავშირი 9.9 მილიონი ევროთი დააფინანსებს. პროგრამის მხარდასაჭერად ევროკავშირმა გრანტი სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმის საშუალებით (EU NIF) გამოყო.

საქართველოს ეროვნული ნაკრები FIFA-ს მსოფლიო რეიტინგში 322 ქულით კვლავ 104-ე ადგილზეა. გასული თვის შემდეგ რეიტინგში არაფერი შეცვლილა და წელიწადიც „ჯვაროსნებმა“ იგივე ადგილზე დაასრულეს. უშუალოდ ევროპაში ნაკრები 44-ე საფეხურზეა.

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020“ 103-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ…

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების თაობაზე. რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილებები ქალაქის სტატუსთან დაკავშირებით კანონიერი ძალის მქონედ…

თბილისში, თრიალეთის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაჭრეს. ექმიმის განცხადებით, პოლიციის პოლკოვნიკ ზვიად ფიცხელაურს სავარაუდოდ დანით 7 ჭრილობა აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით აშშ თურქეთის მხარდაჭერას ვერ იყიდის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ეგვიპტის მოქალაქის, ვ. ე.-ს სარჩელი, რომლითაც ის საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლომ სამინისტროს ახალი გადაწყვეტილების მიღება…

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ჯ.ჩ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

აჯიკის დამზადების ძველმა ოჯახურმა რეცეპტმა დიდ ბრიტანეთში, ქალაქ დონკასტერში მცხოვრები ახალგაზრდა წყვილის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. გუნდა ჰიუიტ-კორტავა და მისი ქმარი ასტამურ კორტავა აჯიკას ამზადებენ, ცხარე საწებელს, რომელიც აფხაზური სამზარეულოს განუყოფელი…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]