weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები სახელმწიფოსგან გათბობის 200-ლარიან ვაუჩერებს წელსაც მიიღებენ, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ოჯახებს გამოსაზამთრებლად შესაბამისი პირობები…

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 წლის ბიჭი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანას გადაადგილების დროს საბურავი მოსძვრა და ტროტუარზე მყოფ ბავშვს მოხვდა.

იაპონური გრანტის მეშვეობით საქართველოში 100 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილი შემოვიდა. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გადაწყდა, რომ აღნიშნული ავტომობილებით საპატრული პოლიციის თანამშრომლები ისარგებლებენ.

ჯანი ინფანტინოს განცხადებით, მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების არყოფნა ტრაგედიის ტოლფასია. FIFA-ს პრეზიდენტი ასევე დასძენს, რომ მუნდიალზე თამაში სხვებმა უფრო მეტად დაიმსახურეს.

უკრაინაში, კიევის ოლქში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს, რომელსაც სხვადასხვა დანაშაულისთვის საპატიმრო დაწესებულებებში 27.5 წელი აქვს გატარებული. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რეგიონიდან მიმდინარე წლის სეზონზე 16 300 ტონა სტანდარტული მანდარინია ექსპორტირებული. ექსპორტი რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, პოლონეთის, ყატარის და ბელორუსიის მიმართულებით განხორციელდა. რაც შეეხება…

გაერთიანებული სამეფოს რეზიდენციის, კენსინგტონის სასახლის ოფიციალურმა გვერდმა პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის საშობაო მისალოცი ფოტო გამოქვეყნა. მასზე პრინცთან და კემბრიჯის ჰერცოგინიასთან ერთად მათი ორი შვილი, პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა…

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სამინისტროს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა ორგანიზებული დანაშაულია, საზოგადოებაში კი შემორჩენილია ქურდული მენტალიტეტის მატარებელი პიროვნებებისადმი პატივისცემა, რის გამოც კრიმინალური პოლიცია ეფექტური უნდა იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2018 წლიდან წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები გაიზრდება. მისივე თქმით, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ბიუროკრატიულ პროცედურები, რათა მასწავლებლებმა დრო მთლიანად პროფესიულ განვითარებას დაუთმონ.

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრისტიანო რონალდო ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში ბავშვთა საავადმყოფოს აშენებას აპირებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]