weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პეპ გვარდიოლა კატალონიელი სეპარატისტების სიაშია

11:21 პარასკევი, 22 დეკემბერი 2017

ესპანეთის პოლიციამ იმ პირთა სია შეადგინა, რომლებიც კატალონიის დამოუკიდებლობას მხარს ღიად უჭერდნენ და ცალკე სახელმწიფოდ გამოცხადებას ითხოვდნენ. სიაში ცნობილ პირთა შორისაა „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა.

ესპანეთის პოლიციამ გვარდიოლა სხვების მსგავსად სეპარატისტად მიიჩნია. რა სახის სასჯელი ემუქრება კატალონიელ მწვრთნელს, ჯერ-ჯერობით, უცნობია.

ცნობილია, რომ გვარდიოლა კარლეს პუჩდემონთან დაახლოებული პირია და კატალონიის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ დემონსტრაციებშიც მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ კვირებში პეპ გვარდიოლა პოლიტმატიმრების მიმართ მხარდაჭერას მკლავზე შემოხვეული ყვითელი ლენტით გამოხატავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]