weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისვლისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ 56 წლის მამაკაცი, ბ.ბ. ყოფილ მეუღლეზე ძალადობდა.

უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელიც  შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილეებისთვის მორალური კომპენსაციის გადახდას ავალდებულებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 1000-ზე მეტი სტუდენტის 2017-2018 წლის სწავლებას დააფინანსებს.

ფოთში, სამაცივრე-საწყობ „აისბერგ- ფოთში“, 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. მუშაობის დროს მას ტვირთით სავსე ყუთები დაეცა, რომელშიც სავარაუდოდ გაყინული პროდუქტი ინახებოდა.

კანადის ქალაქ გუელფში გაიმართა ქვეყნის ღია ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში (CPF Nationals, Full Power Meet - 2017). შეჯიბრებაში ქართველი პაუერლიფტერებიც მონაწილეობდნენ. 100 კგ წონით კატეგორიაში ვანო ვეშაგურმა…

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე 5 წლით ნინო ლომჯარია აირჩია. მას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 კი წინააღმდეგ წავიდა. ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა.

მარიხუანის მოხმარება სისხლისსამართლებრივი წესით აღარ დაისჯება. საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქე გივი შანიძის კონსტიტუციური სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კიდექსის 273-ე მუხლი, რომლითაც ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანის მოხმარება დასჯადი იყო.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველ სოლომონ კვირკველიას ევროპული კლუბები, მათ შორის, გრანდები ეპატიჟებიან. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ბლოგერი სტეფანო კონფორტი „ტვიტერის“ საშუალებით ავრცელებს.

სამხედრო დანაშაულისათვის გასამართლებულმა ბოსნიელი ხორვატების გენერალმა სლობოდან პრალიაკმა ჰააგის ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, სასამართლო დარბაზში შხამი დალია. გაერო ადასტურებს, რომ ექიმების მცდელობის მიუხედავად, პრალიაკის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 28 ნოემბერს მორიგი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელსაც სამიზნეების განადგურება აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე შეუძლია. ფხენიანის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის მიერ შექმნილ ყველაზე მძლავრ რაკეტა „ხვასონ 15“-ს…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]