საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაზაფხულამდე აიკრძალა. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
სამართალდამცავებმა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის, გრიგოლ მიქავას დაჭრაში ბრალდებული დააკავეს. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, დაკავებულია გრიგოლ ჭაბუკიანი, რომელიც პარლამენტის წევრის, თენგიზ გუნავას ცოლის ძმაა. გავრცელებული ინფორმაციით, ჭაბუკიანი მიქავასვალის დაბრუნებას სთხოვდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 1-ელ ნოემბერს დაკავებულ მეგის ქარდავას თან აღმოაჩნდა სხვადასხვა სახელზე გაფორმებული უკრაინის ორი, ლატვიის - ერთი და ბელიზის ერთი ყალბი პასპორტი, ასევე მეზღვაურის ყალბი დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც…
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ წევრი სოლომონ კვერკველია რუსეთის პრემიერ ლიგის პირველი წრის საუკეთესო მცველად დასახელდა.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.
საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი, ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა დააკავეს, რომელიც 2013 წლის 13 თებერვლიდან იძებნებოდა.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, სერ მაიკლ ფელონი სექსუალური შევიწროების ბრალდების გამო თანამდებობიდან გადადგა. ფელონის განცხადებით, მის მიერ წარსულში ჩადენილი საქციელი არ შეესაბამებოდა სამხედროებს შორის მიღებულ სტანდარტებს და ამ მიზეზით თანამდებობა დატოვა.…
ჰოლივუდის ვარსკვლავი კევინ სპეისი კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის „ემის“ პრესტიჟულ ჯილდოს ვეღარ მიიღებს, რისი მიზეზიც მისი ბოლო დღეებში გახმაურებული სექსუალური სკანდალია.
გორის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ზ.ფ.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო კასპის პოლიციის 3 ყოფილი თანამშრომელი. გამამტყუნებელი განაჩენით თითოეულ მსჯავრდებულს სასჯელის ზომად დაეკისრა ჯარიმის გადახდა 2000 ლარის ოდენობით.
თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გარერეკლამის ბილბორდის ბოძს შეეჯახა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11