weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სოლომონ კვერკველია პრემიერ ლიგის პირველი წრის საუკეთესო მცველად აღიარეს

14:55 ხუთშაბათი, 02 ნოემბერი 2017

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ წევრი სოლომონ კვერკველია რუსეთის პრემიერ ლიგის პირველი წრის საუკეთესო მცველად დასახელდა.

Realnoevremya.ru-მ 15 ტურის თავზე რუსეთის მიმდინარე ჩემპიონატის შეაჯამა და საუკეთესო ფეხბურთელები პოზიციების მიხედვით გამოარჩია. მცველებში ყველას სწორედ კვერკველიამ აჯობა. მისი მთავარი კონკურენტი „ზენიტის“ იტალიელი მცველი დომენიკო კრიშიტო იყო, მაგრამ ქართველი ფეხბურთელის თამაში უფრო მაღალ დონეზე შეფასდა.

„აქ ყველაფერი ადვილია. ჩვენ ჩემპიონატში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომლებიც დაცვაშიც და შეტევაშიც თანაბრად თამაშობენ? სწორი პასუხია: კვერკველია. ალბათ სწორედ ის არის ამ კალიბრის მოთამაშეთა ნათელი წარმომადგენელი. მან ამ სეზონში ორჯერ გაიტანა – „არსენალთან“ (1:0) და „რუბინთან“ (1:1). გარდა ამისა, სოლომონს არ დავიწყებია თავისი პირდაპირი მოვალეობა. „ლოკომოტივმა“ პირველ წრეში მხოლოდ 11 გოლი გაუშვა და ამაში მთავარი დამსახურება კვერკველიას მიუძღვის. მან ტრავმირებული ვედრან ჩორლუკას ჩანაცვლება შეძლო და სამწვრთნელო შტაბს ეს პრობლემა დაავიწყა“, - წერს გამოცემა.

სოლომონ კვერკველიამ მიმდინარე სეზონში „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირის ჩათვლით 20 მატჩი ჩაატარა (15 პრემიერ ლიგაში, 3 ევროპა ლიგაზე, 1 რუსეთის თასზე, 1 რუსეთის სუპერთასზე,) და 3 გოლი გაიტანა (2 პრემიერ ლიგაში, ერთი თასზე). რაც შეეხება „ლოკომოტივს“, მოსკოველებმა პირველი წრე ლიდერის პოზიციაზე დაასრულეს, უახლოეს მდევარ „ზენიტს“ კი 3 ქულის სხვაობით უსწრებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]