weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თბილისი-საგარეჯოს საავტომობილო გზაზე, გომბორის გადასახვევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. ერთმანეთს „ოპელისა“ და „ბე ემ ვეს“ მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

ჩოგბურთის რუსმა ვარსკვლავმა მარია შარაპოვამ ტიანძინის ტურნირის ფინალში ბელარუსი არინა საბალენკო 7:5, 7:6 დაამარცხა და 2015 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა WTA-ს ტურნირზე.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები FIFA-ს მიერ გამოქვეყნებულ ოქტომბრის თვის რეიტინგში ოთხი პოზიციით დაქვეითდა. შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნები“ უკანასკნელ ორ ოფიციალურ მატჩში უელსსა და სერბეთთან დამარცხდნენ და ამჯერად 107-ე ადგილზე იმყოფებიან.

ხულოსა და შუახევში გააქტიურებული მეწყრული პროცესების შედეგად საფრთხე რამდენიმე ოჯახს შეექმნა. ასევე, ბარათაულის გზაზე ადგილი ჰქონდა წყლის მოვარდნას, რამაც მოძრაობა დროებით შეაფერხა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში ოფიციალურად 9 539 წყვილი განქორწინდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 427-ით აღემატება. 2005 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება. განქორწინებების ყველაზე დიდი წილი -…

თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები გურიის რეგიონში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი სახლებიდან და ეზოებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აგრძელებენ. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

თბილისის მეტროპოლიტენს 23-ე სადგური შეემატა, - მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. 84-მილიონიანი ინვესტიცია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

ქართული საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ევროპის საკლუბო თასის გამარჯვებული მესამედ გახდა. „ნონამ“ ოქროს მედლები 2014 და 2015 წლებში მოიპოვა, 2016-ში ვერცხლს დასჯერდა, წელს კი ისევ შეძლო ჩემპიონობა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]