weather cur horoscope tv
მაისი 10, 2024

7 და 8 ოქტომბერს, თბილისში „თბილისობა“ აღინიშნება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სხვადასხვა უბანში კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება. 7 ოქტომბერს ევროპის მოედანზე თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები მოეწყობა, ხოლო მეტეხის…

რუსთავში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

პარასკევი, 06 ოქტომბერი 2017 23:53

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა ქვემო ქართლის ტელეკომპანიის კამერამ დააფიქსირა. მათი ინფორმაციით, 24 წლის მამაკაცს დიდი სიჩქარით მოძრავი "მერსედესის" მარკის ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა. 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ დედის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული ვ.კ. დამნაშავედ სცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საკუთარ მოედანზე ბოლო შეხვედრას დღეს ჩაატარებს და ნანატრ გამარჯვების მოპოვებას ეცდება. ვლადიმირ ვაისის გუნდის მეტოქე უელსის ნაკრებია, რომელსაც ქულები ძალიან სჭირდება…

მუსლიმთა სამმართველოს სარგებლობაში სახელმწიფო ბალანსზე არსებული 10 მოქმედი მეჩეთი გადაეცა, რომლებიც შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობენ. საუბარია სოფლების ტბეთის, ვანის, წაბლანას, ჭალას, წყაროთას, ხაბელაშვილების, ზამლეთის, ახალდაბისა და ზემო ხევის სამლოცველოებზე.

7 და 8 ოქტომბერს ქალაქ ბოლნისში საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში სახალხო ზეიმი გაიმართება, რომლითაც აღინიშნება ყოფილ კატარინენფელდში, ახლანდელ ბოლნისში, 200 წლის წინ პირველი შვაბი კოლონისტების ჩამოსვლა.

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში გამართული ჰუსეინ ისაევის სახელობის ძიუდოს ტურნირის გამარჯვებული ალექსანდრე ზაალიშვილი გახდა. 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გორელმა ძიუდოკამ რუსეთის ხუთგზის ჩემპიონი აშხაბ კოსტოევი დაამარცხა და აღნიშნული ტურნირიდან 2015…

ახალქალაქში საბავშვო ბაღი გაქურდეს

პარასკევი, 06 ოქტომბერი 2017 15:52

ახალქალაქის მე-2 საბავშვო ბაღში ქურდობა მოხდა. ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო Jnews-ის ინფორმაციით, წაღებულია ბაღის დირექტორის ფოტოაპარატი, კომპიუტერი, ასლის გადამღები (ე.წ. ქსეროქსი) და მუსიკალური ცენტრი.

სომხეთში ერთ-ერთი სოფლის ხელმძღვანელის და კიდევ ორი ადამიანის დასჯას ითხოვენ, რომლებმაც სავარაუდოდ სვავებზე ინადირეს. 4 ოქტომბერს „ფეისბუქში“ გავრცელდა ფოტო, რომელზეც სამ მამაკაცს ორი თეთრთავიანი სვავი ფრთებით უჭირავს. ფოტოზე დაფიქსირებული პირების…

22 ოქტომბერს ახმეტის რაიონის სოფელ არგოხის იპოდრომზე ტრადიციული საშემოდგომო დოღი მოეწყობა. დოღი ორ დისტანციაზე, 3000 და 6000 მეტრზე გაიმართება. გამარჯვებულებს ფულადი პრემიები გადაეცემათ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]