weather cur horoscope tv
ოქტომბერი 20, 2020

საქართველო - უელსი: მატჩისწინა ინფორმაცია

17:31 პარასკევი, 06 ოქტომბერი 2017 hits 1820

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საკუთარ მოედანზე ბოლო შეხვედრას დღეს ჩაატარებს და ნანატრ გამარჯვების მოპოვებას ეცდება. ვლადიმირ ვაისის გუნდის მეტოქე უელსის ნაკრებია, რომელსაც ქულები ძალიან სჭირდება და საქართველოს ნაკრებთან ტრადიციულად უჭირს.

ქულები სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე „ჯვაროსნებს“ არაფერში წაადგებათ, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით პირველი გამარჯვება ძალიან სჭირდება. ვლადიმირ ვაისის კრებული შესარჩევ ციკლში რვა ტურის თავზე მოუგებლადაა. მართალია, საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხი საკმაოდ კარგია და ამას ყველა, მათ შორის მეტოქეებიც აღნიშნავენ, მაგრამ მთავარი მაინც შედეგია და ბოლოს ყველაფერს მაინც შედეგი განსაზღვარს.

უელსელთა მთავარი მწვრთნელი ქრის კოულმენი ამბობს, რომ ერთი წლის წინ, კარდიფში მისი გუნდი საქართველოსთან მარცხს გადაურჩა, რაც სრული სიმართლეა - საქართველომ მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა და რომ არა ბევრი გაცუდებული საგოლე მომენტი, უსათუოდ მოიპოვებდა სამ ქულას.

კარდიფში გატანილი გოლის ავტორი თორნიკე ოქრიაშვილი დღეს მოედანზე არ იქნება, ისევე როგორც - ჯანო ანანიძე და ლევან მჭედლიძე. სამივე მათგანმა პირველ წრეში, უელსთან ნათამაშებ ფრესა და მოპოვებულ ქულაში დიდი წვლილი შეიტანა.

ქართველთა სავარაუდო შემადგენლობა ასეთი იქნება (4-3-3): ლორია; კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი; გვილია, კანკავა, კვეკვესკირი; ჯიღაური, ქვილითაია, ყაზაიშვილი.

უელსის ნაკრები თბილისს დიდი დანაკლისით ეწვია - „დრაკონებს“ მთავარი ვარსკვლავი და გუნდის ლიდერი გარეთ ბეილი არ ეყოლება.

რაც შეეხება ამ ორი გუნდის დაპირისპირებას, ურთიერთშეხვედრებში ქართველთა უპირატესობა აშკარაა: 4 მატჩი, 3 მოგება და 1 ფრე, ბურთების შეფარდება 9:2.

საქართველო - უელსის შეხვედრა დღეს, „დინამო არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის მთავარი არბიტრი ესპანელი ხესუს ხილ მანსანო იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]