weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ერთ წელიწადში დედამიწისკენ წამოსული ასამდე უცხო რადიოსიგნალი დააფიქსირეს

15:28 პარასკევი, 12 ოქტომბერი 2018

არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნის (SETI) პროგრამის პროექტ Breakthrough Listen-ის მკვლევარებმა 72 სწრაფი რადიოსიგნალი აღმოაჩინეს, ავსტრალიის ერთ-ერთ უდაბნოში მდებარე ობსერვატორიამ კი წელიწადზე ნაკლებ პერიოდში რადიო-ინტერფერომეტრ ASKAP-ისთ სწრაფი რადიოსიგნალების (FRB) სახელით ცნობილი 20 ახალი იდუმალი სიგნალი დააფიქსირა.

უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრალიაში დაფიქსირებული სიგნალები ყველაზე მკაფიო და უახლოესი სწრაფი რადიოსიგნალებია ამ დრომდე დაფიქსირებულთა შორის. ასტროფიზიკოს რაიან შენონის განცხადებით, ასევე გაირკვა, რომ ეს სიგნალები სამყაროს მეორე მხრიდან მოდის და არა გალაქტიკური სამეზობლოდან.

სწრაფი რადიოსიგნალები (FRB) კოსმოსის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი საიდუმლოა. ისინი უკიდურესად მძლავრია ანუ გამოიმუშავებენ იმდენ ენერგიას, რამდენის წარმოქმნასაც ასობით მილიონი მზე დასჭირდებოდა.

ეს ყველაფერი ამაღელვებელია, რადგან ჯერ კიდევ არ ვიცით, რა იწვევს სწრაფ რადიოსიგნალებს ან საიდან მოდის ისინი. გამომდინარე იქიდან, რომ ასე შორს, დედამიწამდე აღწევენ, მათი წყარო წარმოუდგენლად ძლიერი უნდა იყოს. მეცნიერთა ნაწილი არ გამორიცხავს იმასაც, რომ ეს სიგნალები რომელიმე მოწინავე არამიწიერი ცივილიზაციისგან მოდიოდეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]