საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
გასული კვირის საუკეთესო ფოტოები ბუნების, ცხოველებისა და ფრინველების ველურ სიცოცხლეს ასახავს ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ ფოტო-რუბრიკაში - Wildlife. გთავაზობთ სხვადასხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ საუკეთესო ფოტოებს.
„გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტო-კოლაჟიდან არჩეულ საუკეთესო ფოტოებზე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილის მკვიდრი ცხოველები და ფრინველებია დაფიქსირებული.
მარკ ლი - ფურირემი თოვლში მაუნტ რაინიეში, ვაშინგტონის შტატი.
მარიო ანცუონი - თუთიყუშები განთიადისას, პასადენა, კალიფორნია.
სერხი რებორედო - ოცელოტი (Leopardus pardalis) ბელიზის ჯუნგლებში.
მარსიო კაბრალი - მანათობელი ტერმიტების ბუდე ემასის ეროვნულ პარკში, ბრაზილია.
მარკ ფერნლი - ხილიჭამია ცხვირნალა ღამურა კამერის მიმართულებით ფრინავს, ტამბოპატა, პერუ.
ლარი დოჰერტი - ბუსუსებიანი ხარაბუზა ტიპერარიში, ირლანდია.
ჯული სმარტი - პონები ორქიდეების მდელოზე, ნორფოლკი, ინგლისი.
თომას კინცლე - ფუტკარი ყვავილის ნექტარს ეწაფება გერმანიის ქალაქ ლუდვიგსბურგში.
პავოლ კლიმეკი - მოქიშპე ხარირმები შეწყვილების პერიოდში ბრძოლისას სლოვაკეთში.
EPA - ფრინველები მოძრავ ინდურ ცალრქიან მარტორქაზე სხედან კაზირანგას ეროვნულ პარკში, ინდოეთი.
მაჰეშ კუმარი - ბაია ფეიქარა (Ploceus philippinus) ბუდის შენებისას, ჰაიდარაბადი, ინდოეთი.
სუ სიაოგუო - პირველი თოვლი ჯანძიაკუოში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთი.
ლილიან სუვანრუმპჰა - მალაიური დათვი იგივე „მზის დათვი“ (Helarctos malayanus) ყვავების გარემოცვაში ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მდებარე დუსიტის ზოოპარკში.
ფაზრი ისმაილი - გაქრობის პირას მყოფი მარტორქა რქაცხვირა (Buceros rhinoceros) მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურის ფრინველების პარკში.
პოლ კამბერლენდი - კავაუ პაკა იგივე მცირე ჭრელი ჩვამა (Microcarbo melanoleucos) ახალ ზელანდიაში.
კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11