weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ნიკოლ კიდმანის საოცარი გარდასახვა ახალ ფილმში

11:15 ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი 2018

ჰოლივუდის ოსკაროსანი ვარსკვლავი ნიკოლ კიდმანი მთავარ როლს ასრულებს ახალ კრიმინალურ დრამაში სახელწოდებით „გამანადგურებელი“ (Destroyer). ფილმის ტრეილერი ახლახანს გავრცელდა, მსოფლიო პრემიერა კი დეკემბერში შედგება.

51 წლის ავსტრალიელი მსახიობი პოლიციიის დეტექტივსა და შურისმაძიებელ ქალს განასახიერებს. ახალგაზრდობისას ტრაგედიაგადატანილი ყოფილი პოლიციელი წლების შემდეგ კრიმინალთა ბანდას კვლავ უპირისპირდება.

კრიმინალური თრილერის რეჟისორი კარინ კუსამა (Girlfight, Æon Flux, Jennifer's Body, The Invitation) გახლავთ. სტუდია Annapurna Pictures-ის ფილმში ასევე მონაწილეობენ ნაკლებად ცნობილი მსახიობები: ტობი კებელი, სებასტიან სტენი, ტატიანა მასლანი, სკუტ მაკნეირი და ბო კნაპი.

ფილმს კრიტიკოსები უკვე აძლევენ მაღალ შეფასებებს და ნიკოლ კიდმანს მორიგ საოსკარე ნომინაციას უწინასწარმეტყველებენ. როლისთვის კიდმანის შთამბეჭდავმა გარდასხვამ სპეციალისტების მხრიდან ქება დაიმსახურა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]