weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„დისნეიმ“ მულტსერიალი DuckTales 30 წლის შემდეგ გააცოცხლა

13:51 ხუთშაბათი, 15 ივნისი 2017

ამერიკულ ციფრულ ტელეარხ Disney XD-ზე კომპანია „დისნეის“ ცნობილი მულტიპლიკაციური სერიალის DuckTales-ის ახალი ვერსია აგვისტოდან გამოვა.

კარგად დავიწყებული ძველი მულტსერიალი კვლავ ძველ გმირებზე - ტრილიონერ იხვ სკრუჯ მაკდაკისა და მისი სამი ძმისშვილიშვილის, ჰიუის, დიუისა და ლუის შესახებ იქნება. მულტსერიალში პერსონაჟების სახალისო და ფათერაკებით სავსე ახალი თავგადასავლები იქნება ნაჩვენები.

ახალ ვერსიას ძველისგან განსხვავებით, ხელით ნახატი მულტიპლიკაცია აღარ აქვს, თუმცა ციფრული ტექნოლოგიით შექმნილი ანიმაცია სამგანზომილებიანი არაა და შემქმნელებმა მას მეტნაკლებად კლასიკური ვიზუალი დაუტოვეს. ახალ ვერსიაში ორიგინალი სერიების ცნობილი მუსიკალური ქუდი და სიმღერაც იგივეა, რომელსაც ახლებური არანჟირება აქვს და მას ამჯერად ფელისია ბარტონი ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ორიგინალი მულტსერიალი DuckTales ტელეეკრანებზე 1987-1990 წლებში გადიოდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]