weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჯონი დეპი სამხედრო ფოტოგრაფ იუჯინ სმიტს განასახიერებს

14:57 ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯონი დეპი ცნობილი ამერიკელი სამხედრო ფოტოგრაფისა და ჟურნალისტის, უილიამ იუჯინ სმიტის როლს შეასრულებს ბიოგრაფიულ ფილმში სახელწოდებით „მინამატა“, რომელიც იაპონიის მეთევზეთა სოფლის რეალურ ისტორიასა და უმძიმეს სოციალურ პრობლემებზე მოგვითხრობს.

ფილმის სიუჟეტი დაფუძნებული იქნება თავად ფოტოჟურნალისტისა და მისი მეუღლის, აილინ მიოკო სმიტის წიგნზე. მემუარში მოთხრობილია მეორე მსოფლიო ომის ფოტოდოკუმენტირების შემდეგ პაუზააღებული იუჯინ სმიტის იაპონიაში 1971 წელს დაბრუნების შესახებ, რაშიც იგი ჟურნალ Life-ის რედაქტორმა რალფ გრეივსმა დაარწმუნა - გაეშუქებინა იაპონური სოფლის, მინამატას მაცხოვრებლების გამანადგურებელი პრობლემები.

ბიოპიკის ადაპტირებული სცენარის ავტორი დებიუტანტი დევიდ კესლერი გახლავთ, რეჟისორი კი - მსახიობი და დამწყები რეჟისორი ენდრიუ ლევიტასი. ფილმის გადაღებები იანვარში, იაპონიაში დაიწყება და სერბეთში გაგრძელდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]