weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბელგიის სანაპიროზე 30-ტონიანი ვეშაპი გამოირიყა

13:22 პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018

ბელგიაში, დე ჰაანის სანაპიროზე 18 მეტრის სიგრძისა და 30 ტონის სიმძიმის ვეშაპი აღმოაჩინეს. გამორიყული ვეშაპი ფინვალის სახეობისაა, რომელიც სიდიდით მეორე ვეშაპია და გადაშენების პირას იმყოფება.

როგორც ქალაქ გენტის უნივერსიტეტის მუზეუმის დირექტორმა და მკვლევარმა, მარიან დოომამ განაცხადა, ვეშაპის ნაწილები სამეცნიერო ლაბორატორიაში კვლევებისთვის წაიღეს.

ფინვალის რაოდენობა თანდათან მცირდება, რადგან რეწვის ობიექტია და მის ხორცსა და ცხიმს სხვადასხვა დანიშნულებებით იყენებენ.

ფინვალი (Balaenoptera physalus) უკბილო ვეშაპების ქვერიგს ეკუთვნის და გვხვდება ყველგან არქტიკიდან ანტარქტიკამდე. მისი მაკეობა საშუალოდ 11.5 თვეს გრძელდება და 6-7 მ სიგრძის ნაშიერს აჩენს. ფინვალი პლანქტონური კიბოსნაირებით, ქარავნული თევზებითა და თავფეხიანი მოლუსკებით იკვებება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]