weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ჯონ ლენონსა და იოკო ონოზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ

15:14 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

კანადელი რეჟისორი ჟან-მარკ ვალე ოსკარის სამგზის ნომინანტი სცენარისტისა და პროდიუსერის, ენტონი მაკკარტენის (The Theory of Everything, Darkest Hour, Bohemian Rhapsody) სცენარის მიხედვით, ლეგენდარულ მუსიკოს ჯონ ლენონსა და იოკო ონოს შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს.

პროექტის წარმოება გასულ წელს დაიწყო, როდესაც სამგზის ოსკარის ნომინანტმა პროდიუსერმა მაიკლ დე ლუკამ (The Social Network, Moneyball, Captain Phillips) იოკო ონოსთან ბიოპიკის გადაღების დეტალები შეათანხმა. მუსიკოსის მეუღლე ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი იქნება.

სერიალ „დიდი პატარა ტყუილებით“ ცნობილი რეჟისორი ჟან მარკ-ვალე მაკკარტენის სცენარს შეასწორებს და ჯერ-ჯერობით უსათაურო ფილმის გადაღების გარდა მისი მონტაჟითაც დაკავდება. რეჟისორისთვის აღნიშნული სურათი რიგით მე-4 ბიოპიკი იქნება - მას უკვე აქვს გადაღებული ბიოგრაფიული დრამები: The Young Victoria, Dallas Buyers Club და Wild. ჟან-მარკ ვალეს უკანასკნელი ნამუშევარი სერიალი Sharp Objects გახლავთ.

ჯონ ლენონმა და იოკო ონომ ერთმანეთი 1966 წელს ლონდონში გაიცნეს, სამი წლის შემდეგ კი იქორწინეს. 1970 წელს The Beatles-ის დაშლის შემდეგ ლენონის სოლო კარიერაზე იოკო ონომ დიდი გავლენა იქონია, როგორც მისმა მეუღლემ, პარტნიორმა და პროდიუსერმა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]