„გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტო-კოლაჟიდან არჩეულ საუკეთესო ფოტოებზე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილის მკვიდრი ცხოველები და ფრინველებია დაფიქსირებული.
ქრისტიან ოსლუნდი - ანტარქტიკული პინგვინი (Pygoscelis antarcticus) თავის ბუდეში ბარტყებთან ერთად სპიგოტის პიკზე, ჟერლაშის სრუტე, ანტარქტიდა.
დავიდ გერასიმჩუკი - ჩრდილო ამერიკის ენდემური ალეგანის სალამანდრა დაჭერილი გველით მდინარე ტელიკოში, ტენესის შტატი.
კენ ჯეკი - თეთრყელა შავი ბატები (Branta leucopsis) მერჰედის ნაკრძალის თავზე ფრინავენ, დამფრისი, შოტლანდია.
ენდრიუ მეთიუსი - ლონდონში მდებარე რიჩმონდის პარკის გუბურაში ჩამოცვენილი წაბლი.
ატილა კოვაჩი - ევრაზიული ლურჯი წივწივები (Cyanistes caeruleus) აბაზანას იღებენ უნგრეთის ქალაქ პომაზის მახლობლად.
პიერ-ივ ბაბელონი - მადაგასკარის ბინადარი ყველაზე დიდი ზომის ლემურისნაირი სახეობა სახელად ინდრი იგივე ბაბაკოტი (Indri indri) გაქრობის წინაშე მყოფი სახეობაა.
როჰიტ უმრაო - ინდური ყაპყაპი ქალაქ ჯაჰანაბადში, ინდოეთი.
მარსელ ვან ოოსტენი - გაქრობის პირას მყოფი სახეობა ცინლინის უცხვირო ოქროსფერი მაიმუნი (Rhinopithecus roxellana).
Alamy - კერერუ იგივე ახალ ზელანდიური მტრედი (Hemiphaga novaeseelandiae) გუავას მწიფე ხილს ჭამს.