weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კანის ფესტივალის გამარჯვებული რეჟისორი სექსუალურ ძალადობაში ამხილეს

12:35 ხუთშაბათი, 01 ნოემბერი 2018

ფრანგ რეჟისორ აბდელატიფ კეშიშს, რომელსაც 2013 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო „ოქროს პალმის რტო“ ერგო ფილმისთვის „ადელის ცხოვრება“ (Blue Is the Warmest Colour), ანონიმურმა მსახიობმა სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი.

წარმოშობით ტუნისელი რეჟისორის ადვოკატი აცხადებს, რომ აბდელატიფ კეშიში ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ახალგაზრდა მსახიობს უბრალოდ სურს, ხელოვნურად გამოწვეული სკანდალით ცნობილი გახდეს.

29 წლის მსახიობმა 57 წლის რეჟისორის საწინააღმდეგო ბრალდებით საფრანგეთის პოლიციას 6 ოქტომბერს მიმართა. მისი თქმით, აბდელატიფ კეშიში ამა წლის ივნისში, პარიზში, საერთო მეგობრის კუთვნილ საცხოვრებელში გამართულ წვეულებაზე მოეპყრა არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევით.

აღსანიშნავია, რომ მცირე ხნის წინ, რეჟისორის საუკეთესო ფილმად მიჩნეული „ადელის ცხოვრების“ მთავარი როლების შემსრულებლებმა, ადელ ეგზარქოპულოსმა და ლეა სეიდუმ აბდელატიფ კეშიში ასევე ამხილეს არასასურველ მოპყრობაში ფილმის გადასაღებ მოედანზე. მათი თქმით, რეჟისორი ხანგრძლივი სექსუალური სცენების გადაღებას განგებ აჭიანურებდა და ხელახლა იღებდა, რითაც მსახიობებს ღლიდა და უხერხულ სიტუაციას უქმნიდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]