weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

იაპონიის კუთვნილი კუნძული შეუმჩნევლად გაქრა

11:34 ოთხშაბათი, 14 ნოემბერი 2018

შესაძლოა, არაფერი გსმენიათ იაპონიის პატარა კუნძულ ესანბე-ჰანაკიტა-კოჯიმას შესახებ, მაგრამ მსოფლიო მედიაში მისი სახელი მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ის ოკეანეში ყველასათვის შეუმჩნევლად გაუჩინარდა. ესანბე-ჰანაკიტა-კოჯიმა კუნძულ ჰოკაიდოს სანაპიროსთან, სოფელ სურუფუცუდან 500 მეტრში მდებარეობდა.

სავარაუდოდ, კუნძული წყალქვეშ ქარისა და მოტივტივე ყინულების გამო ჩაიძირა. 1987 წლის მონაცემებით, კუნძული ზღვის დონიდან 1.4 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ზომიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო ამ კუნძულის რაიმე მიზნით გამოყენება, მისი მნიშვნელობა ზომას ნამდვილად სცდებოდა, რადგან ეს კუნძული აღნიშნავდა იაპონია-რუსეთის სადავო კურილის კუნძულების დასავლეთ კიდეს, შესაბამისად, იაპონიის ტერიტორია ახლა დაახლოებით ნახევარი კილომეტრით შემცირდა.

ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ ცნობით, ესანბე-ჰანაკიტა-კოჯიმას გაქრობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სოფელ სურუფუცუს იაპონელი მწერალი ჰიროში შიმიზუ ესტუმრა, რომელიც წიგნს წერს იაპონიის „დამალული“ კუნძულების შესახებ.

ადგილის მონახულებას გეგმავს იაპონიის სანაპირო დაცვა, რათა კუნძულის გაქრობა ოფიციალურად დაადასტუროს. ეს კუნძული ერთ-ერთი იყო იმ 158-დან, რომლებსაც იაპონიამ 2014 წელს ოფიციალური სახელები უწოდა. მსგავსი ნაბიჯი მანამდე რუსეთმა გადადგა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ კუნძულებზე ორ ქვეყანას შორის მრავალი წელია, დავა მიმდინარეობს. ისინი იქ ღირებულ ბუნებრივ რესურსებს ეძებენ. ესანბე-ჰანაკიტა-კოჯიმა განსაკუთრებული დავის საგანი არ ყოფილა, მაგრამ წარმოადგენდა მნიშვნელოვან მარკერს.

ამ დროისათვის კურილის კუნძულები, რომელსაც იაპონია „ჩრდილოეთ ტერიტორიებს“ უწოდებს, რუსეთის იურისდიქციის ქვეშაა. ეს კუნძულები ოხოტის ზღვას წყნარი ოკეანისგან გამოყოფს.

სხვათა შორის, ესანბე-ჰანაკიტა-კოჯიმა ერთადერთი კუნძული არ არის, რომელიც წელს ზღვამ შთანთქა - გასულ თვეს იგივე ბედი ეწია ჰავაის არქიპელაგის აღმოსავლეთის კუნძულს. ჰავაის შემთხვევაში გაქრობა მძვინვარე ქარიშხალ „ვალაკას“ მიერ გამოწვეულმა ზღვის დონის რყევამ განაპირობა, ესანბე-ჰანაკიტა-კოჯიმას გაუჩინარების მიზეზი კი ბუნებრივი ეროზიის ძალაა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]