weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჯონ უიკის კინოსამყარო სერიალით გაფართოვდება

16:52 კვირა, 18 ივნისი 2017

პროფესიონალმა კასკადიორმა და რეჟისორმა ჩად სტაჰელსკიმ განაცხადა, რომ დილოგია „ჯონ უიკს“, რომელშიც პროფესიონალი ქილერის როლს კიანუ რივზი ასრულებს, მესამე სერიული ფილმის გარდა სერიალიც ექნება, რომელიც სიუჟეტურად კინოსერიების წინაისტორია იქნება.

ტელესერიალს „კონტინენტალი“ ერქმევა და ის არა ფილმების მთავარ გმირ ჯონ უიკზე, არამედ ფილმებში არსებულ სხვა პერსონაჟებისა (კონსიერჟი, სომელიე და სხვები) და იმ საიდუმლო ორგანიზაციის შესახებ იქნება, რომელიც ფილმში მაღალპროფესიონალ მკვლელებს ამუშავებს. კიანუ რივზის გმირი კი სერიალში მეორეხარისხოვანი პერსონაჟი იქნება.

ჩად სტაჰელსკი, რომელიც პერსონაჟ ჯონ უიკის შესახებ გამოსული ორივე ფილმის რეჟისორია, სერიალის შოურანერი იქნება და რამდენიმე ეპიზოდსაც გადაიღებს.

შეგახსენებთ, რომ ექშენი „ჯონ უიკი“ 2014 წელს გამოვიდა და მაყურებლისა და კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ფილმს წელს გამოსული და უფრო წარმატებული სიკველი მოყვა, რომელიც პირველ სერიაზე მეტად მოიწონა პუბლიკამ. რეალისტური ექშენ-სცენებით გამორჩეულ ფრანშიზას კი მესამე ნაწილი დაასრულებს, რომელზე მუშაობაც უკვე მიმდინარეობს. მისი სცენარისტი და რეჟისორი წინა ორი სერიის მსგავსად, კვლავაც დერეკ კოლსტადი და ჩად სტაჰელსკი იქნებიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]