weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ირლანდიაში ამოუცნობი მფრინავი ობიექტები შენიშნეს

15:09 ოთხშაბათი, 14 ნოემბერი 2018

9 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 06:47 საათზე, ირლანდიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან British Airways-ის პილოტი შენონის აეროპორტის საჰაერო ტრაფიკის კონტროლის ცენტრს დაუკავშირდა, რათა გაეგო, მიმდინარეობდა თუ არა ამ ზონაში სამხედრო წვრთნები, რადგან ცაში რაღაც „ძალიან სწრაფად გადაადგილდებოდა“.

ბრიტანული თვითმფრინავი კანადის ქალაქ მონრეალიდან ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში მიფრინავდა. პილოტის თქმით, მან დაინახა ძალიან კაშკაშა სინათლე და ობიექტი, რომელიც მის თვითმფრინავს მარცხნიდან ამოუდგა, შემდეგ კი ძალიან სწრაფად გაუჩინარდა ჩრდილოეთის მიმართულებით.

მეორე პილოტის აზრით, შესაძლოა ის დედამიწის ატმოსფეროში შემოსული მეტეორი ან რაიმე სხვა სხეული ყოფილიყო. მისი თქმით, მან იმავე ტრაექტორიით მოძრავი სხვა მრავალი ძალიან კაშკაშა ობიექტიც შენიშნა.

ირლანდიის ავიაციის სამმართველო სინათლისა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ გავრცელებულ ცნობებს იძიებს. სამმართველოს განცხადებით, საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]