weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ჯორჯ მარტინის სერიულ ნაწარმოებებზე ორ სერიალს გადაიღებენ

13:56 ხუთშაბათი, 15 ნოემბერი 2018

ამერიკული გასართობი კომპანია Hulu და სატელევიზიო კომპანია Universal Cable Productions, პოპულარული ამერიკელი მწერლის, ჯორჯ მარტინის გამოქვეყნებული ნაწარმოებების სერია „ველური ბარათების“ (Wild Cards) მიხედვით ერთდროულად ორ სერიალს გადაიღებს.

ორივე სატელევიზიო შოუს ავტორი და პროიდუსერი ენდრიუ მილერი იქნება. სერიალების სიუჟეტი თანამედროვე დროში განვითარდება და 1946 წელს მანჰეტენზე გაშვებული ვირუსის შემდგომ პერიოდსა და მოვლენებზე გვიამბობს, რასაც ადამიანების განადგურება, მუტაცია და სუპერგმირების წარმოშობა მოყვა.

„ველური ბარათების“ სამეცნიერო ფანტასტიკური ნაწარმოებების სერია, რომელიც ოცამდე რომანისა და უამრავი მოკლე მოთხრობებისგან შემდგარ ანთოლოგიას წარმოადგენს, ჯორჯ მარტინმა მელინდა სნოდგრასთან და რამდენიმე ათეულ სხვა ავტორთან ერთად შექმნა. მასში ძირითადად მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ალტერნატიული ისტორიაა ნაჩვენები.

 

მსგავსი სტატიები:

ჯორჯ მარტინის ნაწარმოების მიხედვით ანიმაციას გადაიღებენ

HBO „სატახტოთა თამაშის“ პრიკველ სერიალს გადაიღებს

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]