weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

დელფინები მეგობრებს სტვენით ცნობენ

15:07 ხუთშაბათი, 15 ნოემბერი 2018

ზოგადად, დელფინებისა და ადამიანების საზოგადოებებს შორის კი ბევრი საოცარი მსგავსებაა, ცხოველთა სამყაროში კი ერთი სოციალური წრის არსებების მიერ ერთნაირი ხმოვანი სიგნალების გამოცემა ჩვეული მოვლენაა.

მეცნიერები თვლიდნენ, რომ დელფინებიც ასევე იქცეოდნენ, მაგრამ როდესაც დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის ბიოლოგმა სტეფანი კინგმა შარკის ყურეში მამრი აფალინების (Tursiops truncatus) ხმოვანი სიგნალები ჩაიწერა, აღმოჩნდა, რომ ვიწრო ჯგუფებშიც კი ინდივიდუალური აფალინები უნიკალურ სიგნალებს იყენებდნენ.

სტეფანი კინგმა დაასკვნა, რომ დელფინების ეს სიგნალები მათ მეგობრებისა და კონკურენტების გარჩევაში ეხმარება.

შემდგომში კინგი ამ სიგნალების მეშვეობით იმის გამოკვლევას აპირებს, თუ როგორ აყალიბებენ და ინარჩუნებენ მამრი დელფინები ინდივიდუალურ სოციალურ ურთიერთობებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]