weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

პოლონეთში ოსკარის ნომინანტი ჰოლივუდელი ოპერატორი დააპატიმრეს

16:12 ხუთშაბათი, 15 ნოემბერი 2018

პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში, ოსკარის ნომინანტი ამერიკელი ოპერატორი მეთიუ ლიბატიკი სასტუმროს მახლობლად დააპატიმრეს, რისი მიზეზიც მისი მხრიდან პოლიციელსა და სასწრაფო დახმარების თანამშრომელზე თავდასხმაა.

ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მეთიუ ლიბატიკი სასტუმროში არასასურველი ქცევის გამო რამდენიმე ადამიანმა შეამჩნია. სასწრაფოსა და პოლიციის გამოძახების შემდეგ კი იგი აგრესიული გახდა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა როგორც პოლიციელს, ისე - მედმუშაკს. დაკავებამდე ლიბატიკი ფიზიკური დაზიანებების გამო სავადმყოფოშიც გადაიყვანეს.

დარენ არონოვსკისთან ხშირი თანამშრომლობით ცნობილი 50 წლის მთავარი ოპერატორი წლევანდელი მიუზიკლი კინოჰიტის, A Star Is Born-ის პიარის ფარგლებში საოპერატორო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე (Cameraimage) იმყოფებოდა.

ფილიპინური ფესვების მქონე მეთიუ ლიბატიკს არონოვსკის გარდა უმუშავია ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: ჯოელ შუმახერი, მატიე კასოვიცი, სპაიკ ლი, ჯონ ფავრო და სხვა, ოსკარის ნომინაცია კი მოიპოვა დარენ არონოვსკის წარმატებული დრამით „შავი გედი“.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]