weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

უეს ანდერსონის მორიგი ფილმი მიუზიკლი იქნება

11:33 შაბათი, 17 ნოემბერი 2018

ოსკარის ექვსგზის ნომინანტი სცენარისტისა და რეჟისორის, უეს ანდერსონის მორიგი პროექტი მუსიკალური კომედია იქნება, რომლის სიუჟეტიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საფრანგეთში განვითარდება.

ფილმში სათაურად The French Dispatch, მთავარ როლებს რეჟისორთან ხშირი თანამშრომლობით ცნობილი მსახიობები - ბილ მიურეი და ტილდა სუინტონი, აგრეთვე ბენისიო დელ ტორო, ფრენსის მაკდორმანდი, მატიე ამალრიკი და ჯეფრი რაიტი შეასრულებენ. ფილმში მონაწილეობა შესაძლოა, ასევე მიიღონ ბრედ პიტმა, ნატალი პორტმანმა და ლეა სეიდუმ.

ფილმისთვის მუსიკასა და სიმღერებს კომპოზიტორი მარკ მათერზბო (21 Jump Street, The Lego Movie, Hotel Transylvania, Thor: Ragnarok) დაწერს, რომელსაც აქამდე უეს ანდერსონის ოთხ ფილმზე უმუშავია: Bottle Rocket, Rushmore, The Royal Tenenbaums, The Life Aquatic with Steve Zissou.

შეგახსენებთ, რომ უეს ანდერსონის უკანასკნელი სურათი თოჯინური ანიმაცია „ძაღლების კუნძული“ (Isle of Dogs) გახლავთ, რომელსაც ბერლინის წლევანდელ კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის განკუთვნილი პრიზი ერგო, მოახლოებულ ოქროს გლობუსისა და ოსკარების დაჯილდოებებზე კი საუკეთესო ანიმაციური ფილმის ჯილდოს ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]