weather cur horoscope tv
მაისი 21, 2024

მეცნიერთა გადაწყვეტილებით კილოგრამის განსაზღვრება შეიცვალა

12:32 სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018

პარიზში დაცული პლატინისა და ირიდიუმის შენადნობით დამზადებული ცილინდრი, რომელსაც Le Grand K-ს უწოდებენ, ამიერიდან კილოგრამის ზუსტი განსაზღვრებისთვის აღარ გამოდგება, რადგან წონისა და ზომის ერთეულების გენერალურ კონფერენციაზე შეკრებილმა 60 ქვეყნის მეცნიერებმა მხარი დაუჭირეს ახალ საზომს, რომელიც წონის ამ ერთეულს ელექტრული დენის საშუალებით განსაზღვრავს.

მეცნიერთა განცხადებით, ცვლილება უაღრესად მნიშვნელოვანია და საფუძველს დაუდებს მეცნიერების უფრო ზუსტ და სტაბილურ ეტაპს. გარდა კილოგრამისა, ამ ცვლილების შედეგად ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში (SI) ასევე შეიცვლება სამი სხვა საზომი ერთეული - ამპერი, კელვინი და მოლი.

აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, 2019 წლის მაისიდან, ყველა ერთეული, რომლებსაც სხვა დანარჩენი საზომები ეფუძნება, მათ შორის - მეტრი, წამი და კანდელა, დაეყრდნობა ბუნების მუდმივებს.

ამიერიდან, წონის სისტემის სიზუსტის შესამოწმებლად, არც ერთ ქვეყანას აღარ დასჭირდება თავიანთ ეტალონების საფრანგეთში გაგზავნა და ეს ყველაფერი დაეფუძნება პლანკის მუდმივას - მნიშვნელობას, რომელიც წონას ელექტროდენს უკავშირებს და მრავალი უპირატესობა აქვს ამჟამად გამოყენებად არქაულ მეთოდთან შედარებით. ამჟამინდელი მეტალის ცილინდრისგან განსხვავებით, ეს მუდმივა არც თანდათან დაიშლება და არც მტვრის ნაწილაკებს მიიკრავს. გარდა ამისა, ახალი სისტემა უკეთესი იქნება ძალიან მცირე და ძალიან დიდი მასების ასაწონად.

აქვე გეტყვით, რომ კილოგრამის ეტალონს (Le Grand K) და მის ექვს ოფიციალურ ასლს წონის განმსაზღვრელი საერთაშორისო სისტემა 1889 წლიდან ეყრდნობოდა. კილოგრამის ამჟამინდელი ეტალონი მეტალის ცილინდრი სპეციალურ სეიფში საუკუნეზე მეტი ხნის წინ მოათავსეს. მას მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში იღებდნენ, რათა სიზუსტის შესამოწმებლად, სხვა ქვეყნებში დაცული მისი ასლებისთვის შეედარებინათ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]