weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მეფე ლომი: პირველი ვიდეოკადრები

11:49 პარასკევი, 23 ნოემბერი 2018

სტუდია „დისნეიმ“ თავისივე ანიმაციური შედევრის, „მეფე ლომის“ რიმეიქის პირველი კადრები გაავრცელა. ცნობილი ანიმაციის ახალი ვერსია კინოეკრანებზე 2019 წლის ზაფხულში გამოვა.

ფილმის რეჟისორი ჯონ ფავრო გახლავთ, რომელმაც უკვე გადაიღო „დისნეის“ ანიმაციის მსგავსი კინორიმეიქი „ჯუნგლების წიგნი“.

„მეფე ლომის“ ახალ ვერსიაში, რომელიც თითქმის მთლიანად სამგანზომილებიანი კომპიუტერული გრაფიკითაა შექმნილი, მთავარ ხმოვან როლებს დონალდ გლავერი (სიმბა), სეთ როგენი (პუმბა), ჩივეტელ ეჯიოფორი (სკარი), მომღერალი ბიონსე (ნალა) და ჯეიმს ერლ ჯოუნსი (მუფასა) ახმოვანებენ. აღსანიშნავია, რომ საკულტო ხმის ტემბრით ცნობილი ჯეიმს ერლ ჯოუნსი პერსონაჟ მუფასას ორიგინალ ანიმაციაშიც ახმოვანებდა.

რიმეიქის კომპოზიტორი ორიგინალის მსგავსად ჰანს ციმერი გახლავთ, რომელსაც ოსკარის ჯილდო სწორედ 1994 წელს გამოსული „მეფე ლომის“ მუსიკით ერგო. ახალ ვერსიაში კვლავ იქნება გამოყენებული ცნობილი სიმღერები: "Circle of Life", "I Just Can't Wait to Be King", "Hakuna Matata","Can You Feel the Love Tonight".

„მეფე ლომი“ კომპანია „დისნეისთვის“ „მალეფისენტის“, „კონკიას“, „პიტის დრაკონის“, „ჯუნგლების წიგნისა“ და „მზეთუნახავი და ურჩხულის“ შემდეგ მორიგი რიმეიქია, რომელიც სტუდიამ თავისივე კლასიკური ანიმაციების მიხედვით ფილმებად გადაიღო. „დისნეის“ პოპულარული ანიმაციების სხვა კინოვერსიები 2019 წელს გამოსასვლელი „დამბო“ და „ალადინი“ იქნება, რომლებზეც შესაბამისად, ტიმ ბარტონი და გაი რიჩი მუშაობენ. მათ შემდეგ კი „მულანი“ და „ხმალი ქვაში“ გამოვა, რომლებსაც შესაბამისად, ნიკი კარო და ხუან კარლოს ფრესნადილიო გადაიღებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]