weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ლუკ ბესონს სექსუალურ შევიწროვებაში ბრალს 9 ქალი დებს

14:40 პარასკევი, 30 ნოემბერი 2018

აღიარებულ ფრანგ სცენარისტს, პროდიუსერსა და რეჟისორს, ლუკ ბესონს სხვადასხვა სახის სექსუალური ხასიათის ძალადობაში ბრალი უკვე ცხრა ქალმა დასდო.

ცნობილ რეჟისორს გაუპატიურების ბრალდებით მაისში სასამართლოში უჩივლა ახალგაზრდა ბელგიელმა მსახიობმა სანდ ვან როიმ (ფოტოზე), რომლის თქმითაც, რეჟისორმა მას პარიზში რიგითი შეხვედრისას ჩაიში რაღაც ჩაიყარა, რამაც გონება დაუკარგა, გამოფხიზლებისას კი ლუკ ბესონი მასზე სექსუალურად ძალადობდა. სანდი ვან როიმ ეპიზოდური როლები ითამაშა ბესონის მიერ წარმოებულ 2018 წლის ფილმებში - „ტაქსი 5“ და „ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი“.

ლუკ ბესონს ბრალს დებს მისი ყოფილი ასისტენტიც, რომლის მტკიცებითაც, რეჟისორი მას გამუდმებით აშანტაჟებდა, რათა მასთან სექსუალური კავშირი ჰქონოდა.

59 წლის რეჟისორის სექსუალური ხასიათის ძალადობაში სხვა მხილებებს შორისაა მისივე კინოინსტიტუტის ორი სტუდენტის, მისივე კინოკომპანია EuropaCorp-ის თანამშრომლებისა და თეატრის პროდიუსერ კარინ ისამბერის ბრალდებები.

ბესონის ადვოკატი ტიერი მარემბერის განცხადებით, რეჟისორი, რომელიც ამჟამად მეოთხე ქორწინებაში იმყოფება, ბრალდებებს უარყოფს და მათ გამოგონილს უწოდებს.

ლუკ ბესონი, რომელსაც გადაღებული აქვს ისეთი საკულტო ფილმები, როგორებიცაა: „მეტრო“, „ნიკიტა“, „ლეონი“, „მეხუთე ელემენტი“ და „ანგელ-ა“, ამჟამად მუშაობს ინგლისურენოვან მძაფრსიუჟეტიან კრიმინალურ თრილერზე სათაურით „ანა“, რომელშიც მთავარ როლს რუსი სუპერმოდელი საშა ლუსი ასრულებს. ფილმში აგრეთვე მონაწილეობენ: ჰელენ მირენი, ლიუკ ევანსი და კილიან მერფი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]