weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ვეშაპზე ნადირობის სეზონი ალასკაზე

17:14 ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018

ნადირობის ათასწლიანი ტრადიცია, რომელიც ჩრდილოეთ ალასკის მკვიდრ მოსახლეებს, ინუპიატებს აერთიანებს, დღემდე გრძელდება. მიგრაციაში მყოფი ვეშაპების მოლოდინში მონადირეები ყინულზე კვირების განმავლობაში ჩერდებიან.

ვეშაპის დანახვისას მონადირეთა ჯგუფს ტყავისგან დამზადებული ნავი წყალში შეაქვს და როგორც წესი, მათ ვეშაპისთვის ჰარპუნის მორტყმის მხოლოდ ერთი შანსი აქვთ. თუ ნადირობა წარმატებული გამოდგა, სოფელში ყველა მიიღებს ხორცის ნაწილს.

ამ კულტურული ფენომენის საუკუნეების მანძილზე არსებობამ ფოტოგრაფ კილიი იუიანზე დიდი შთაბეჭდილება მოხდინა. იუიანი თავადაც მკვიდრი თემიდანაა, ჰეჟეს მონადირეთა და მეთევზეთა შთამომავალი. National Geographic-ისთვის იუიანმა 5 წლის განმავლობაში ათი თვე დაჰყო უტკიაგვიკში (ადრე ცნობილი როგორც ბაროუ) ინუპიატებთან. იგი ჯგუფთან ერთად იცდიდა ყინულზე და ვეშაპებს ელოდა. მისი თქმით, ვეშაპების მოახლოება შესამჩნევია, რადგან ისინი წყალქვეშ მღერიან.

ერთი მოკლული არქტიკული ვეშაპი შეიძლება ათასობით კილო საკვებს უდრიდეს. ხორცისა და ქონის საერთო წილი ანუ ნინიტი თანაბარ პორციებად იყოფა იმისათვის, რათა ყველამ ერთნაირად იხეიროს წარმატებული ნადირობიდან. მთავარი მიზანი, რაც შეიძლება ამ დროს გქონდეს, ვეშაპებზე მონადირე კაპიტნობაა, რადგან კაპიტნები მთელ თემზე ზრუნავენ.

გრენლანდიური ვეშაპები ადაპტირებული არიან ექსტრემალურად ცივ წყალთან. ყოველწლიური მიგრაციისას ისინი ნახევარი მეტრის სისქის ყინულს ჰაერის ჩასასუნთქად ამტვრევენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]