weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სერიალი რომელმაც ოქროს გლობუსების ისტორია დაწერა

12:51 პარასკევი, 07 დეკემბერი 2018

ამერიკული დრამატული სერიალი „პოზა“ (Pose), რომელიც ტელეარხ FX-ზე ზაფხულში გავიდა, ოქროს გლობუსების წლევანდელ დაჯილდოებაზე ორ ნომინაციაზე მოხვდა. სერიალი იმითაა გამორჩეული, რომ მასში მთავარ როლებს ხუთი ტრანსგენდერი ქალი ასრულებს, სულ კი სერიალში 50-მდე ტრანსგენდერი იყო ჩართული.

ოქროს გლობუსის 75-წლიან ისტორიაში პირველად მოხდა, რომ წლის საუკეთესო დრამატული სერიალის წოდებისთვის იბრძვის სერიალი, სადაც მთავარი როლების უმრავლესობას ტრანსგენდერი მსახიობები ასრულებენ. ამერიკაში ხაზს უსვამენ იმ ფაქტსაც, რომ ხუთი ხსენებული მსახიობი - ჰეილი საჰარი, ინდია მური, დომინიკ ჯექსონი, ანჯელიკა როსი და ემ ჯეი როდრიგესი ამავდროულად ფერადკანიანები არიან.

„პოზა“ ასევე მოხვდა ნომინაციაზე - მამაკაცის საუკეთესო დრამატული როლის შესრულება სერიალში. იქ წარდგენილი აფრო-ამერიკელი მსახიობი ბილი პორტერი (მთავარ ფოტოზე) ასევე ლგბტ თემის წარმომადგენელია.

რაიან მერფის შექმნილი სერიალი „პოზა“ 1980-იანი წლების ნიუ იორკის ბალ-კულტურაზე, დონალდ ტრამპის გარემოცვის აღზევებასა და დაუნტაუნის აფრო-ამერიკულ და ლათინო საზოგადოების სოციალურ თემებზეა.

სერიალი, რომელშიც ასევე მონაწილეობენ ევან პიტერსი და კეიტ მარა, მომავალ წელს მეორე სეზონით განახლდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]