weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

უსინათლო ამფიბიას დონალდ ტრამპის სახელი უწოდეს

16:06 ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018

პანამაში აღმოჩენილ ამფიბიის სახეობას, რომელიც ვერ ხედავს და თავს ქვიშაში მალავს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელი - Dermophis donaldtrumpi დაარქვეს.

ამფიბიას სახელი კომპანია EnviroBuild-ის ხელმძღვანელმა ეიდან ბელმა შეურჩია და სახელის დარქმევის უფლება აუქციონზე 25 000 დოლარად შეიძინა.

კომპანიაში განმარტეს, რომ ტრამპის სახელის მინიჭებით ისინი ცდილობენ, ადამიანებმა მეტი ყურადღება გაამახვილონ კლიმატის ცვლილებებზე, რასაც დონალდ ტრამპი გაურბის, უსინათლო ამფიბიების ეს სახეობა კი სწორედ დონალდ ტრამპივით მალავს თავს ქვიშაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კალიფორნიაში აღმოჩენილ ჩრჩილის სახეობას ოქროსფერი თმის გამო ასევე დონალდ ტრამპის სახელი უწოდეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]