weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ობობა რომლის ქსელიც ფოლადზე ხუთჯერ მტკიცეა

12:00 პარასკევი, 21 დეკემბერი 2018

ობობას ქსელი ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ბუნებრივი მასალაა პლანეტაზე, ახლახანს კი მეცნიერებმა ამ ფაქტს უფრო მეტი დამაჯერებლობა შესძინეს.

ყავისფერი განდეგილი ობობას (Loxosceles reclusa) აბლაბუდა მეცნიერებმა ატომური ძალის მიკროსკოპით შეისწავლეს. გაირკვა, რომ აბლაბუდას ყოველი თმა შედგება ათასობით ნანოღეროს, ანუ ნანობოჭკოსაგან, რომლებიც ერთმანეთის პარალელურადაა განლაგებული.

ვირჯინიის შტატის უილიამისა და მარიას კოლეჯის მკვლევართა განცხადებით, თითოეული ნანობოჭკო შედგება ცილისაგან და მათი დიამეტრი დუიმის მემილიონედ ნაწილზე მცირეა, ასობით ათასჯერ უფრო წვრილი, ვიდრე ადამიანის თმა. როგორც ისინი აღნიშნავენ, თავდაპირველად ეგონათ, რომ აბლაბუდას ქსოვილი ერთიანი მასა იქნებოდა, მაგრამ გაირკვა, რომ სინამდვილეში, ქსელი ციცქნა კაბელს წააგავს.

მოსაზრება, რომ აბლაბუდა ნანობოჭკოებისგან შედგება, წარსულშიც არსებობდა, მაგრამ მეცნიერებმა პირველად შეძლეს მისი ზუსტი მექანიზმის გარკვევა. კვლევისათვის მათ ყავისფერი განდეგილი ობობა აირჩიეს, რადგან მისი ქსელი უფრო ბრტყელია, ვიდრე ცილინდრული. აღსანიშნავია, რომ სხვა ობობათა ქსელს იგივე სტრუქტურა არ აქვს. ასეთი აბლაბუდით გამოირჩევიან მხოლოდ ის ობობები, რომლებიც მსხვერპლის დაჭერას მიწისპირზე ცდილობენ.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ეს აღმოჩენა სუპერმტკიცე მასალების შექმნაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება. ხელოვნური აბლაბუდის შესაქმნელად არაერთი კვლევაა ჩატარებული, რადგან ამ მასალით შესაძლებელია არაერთი საჭირო ნივთის დამზადება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]