weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

Men in Black: მეოთხე სერია ახალი მსახიობებით

12:36 პარასკევი, 21 დეკემბერი 2018

კინოკომპანია Sony Pictures-მა პოპულარული სამეცნიერო ფანტასტიკური კომედიური ფრანშიზის ახალი სერიის პირველი ტრეილერი გაავრცელა. „ადამიანი შავებში“ სპინ-ოფ სერიითა და ახალი სამსახიობო გუნდით მომავალი წლის ივნისში გამოვა.

ახალ ფილმში სათაურად Men in Black: International, სიუჟეტი უცხოპლანეტელებზე მომუშავე სააგენტოს ლონდონის ბიუროს აგენტებზეა და მასში აღარ მონაწილეობენ ტრილოგიის ვარსკვლავები - უილ სმიტი და ტომი ლი ჯონსი, მთავარ როლებს კი ამჯერად ქრის ჰემსუორთი და ტესა თომპსონი ასრულებენ, რომლებიც ასევე ერთად თამაშობდნენ გასული წლის კინოჰიტში „თორი: რაგნაროკი“.

წინა სერიიდან მხოლოდ ემა თომპსონი დაბრუნდება, ახალ ფილმში ასევე მონაწილეობენ: ლიამ ნისონი, კუმაილ ნანჯიანი, რებეკა ფერგიუსონი და რეიფ სპოლი.

სცენარის ავტორები არტ მაკუმი და მეტ ჰოლოვეი (Iron Man, Punisher: War Zone, Transformers: The Last Knight) გახლავთ, ფილმის რეჟისორი მძაფრსიუჟეტიანი ფილმებით ცნობილი ფრენსის გარი გრეია (The Italian Job, Law Abiding Citizen, Straight Outta Compton, The Fate of the Furious).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]