weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ჩინური მედიცინის საიდუმლო - National Geographic

15:46 პარასკევი, 11 იანვარი 2019

დაახლოებით, 2200 წელია, რაც ჩინელი მკურნალები დაავადებებს ბუნებრივი ინგრედიენტების ფართო სპექტრით წამლობენ. ჩინეთსა თუ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ათასობით ინგრედიენტი კვლავ ყოველდღიურად გამოიყენება, რის შესახებაც National Geographic-ის სტატიაში ვკითხულობთ.

ტრადიციულმა მედიცინამ ძირეულად შეიძლება შეცვალოს თანამედროვე მედიცინა. არქტიკიდან ამაზონამდე თუ ციმბირიდან სამხრეთ წყნარ ოკეანემდე, მთელ მსოფლიოში არაერთმა კულტურამ შექმნა ტრადიციული წამლობის გამორჩეული კარაბადინი, მაგრამ ჩინეთი, თავისი უძველესი და უწყვეტი სამედიცინო დაკვირვებებით, ყველაზე დიდ საუნჯეს უხსნის სამეცნიერო კვლევებს.

ჩინური სამედიცინო ჩანაწერები ძვ.წ. III საუკუნემდეც კი მიდის. ამ პერიოდში მკურნალებმა უკვე დაიწყეს სხეულის გამოკვლევა, მისი ფუნქციების ახსნა და ორგანიზმის რეაქციების აღწერა სხვადასხვა ტიპის სამკურნალო საშუალებაზე - ბალახეული წამლები, მასაჟი თუ აკუპუნქტურა. 2200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მკვლევართა თაობები სულ უფრო ზრდიდნენ და ხვეწდნენ სამედიცინო ცოდნას. შედეგად, დაგროვდა ფუნდამენტური ლიტერატურა, რომელიც ინფორმაციას მოიცავდა ჯანმრთელობის უამრავი ტიპის პრობლემაზე, მათ შორის - გაციებაზე, ვენერიულ დაავადებებზე, პარალიზსა თუ ეპილეფსიაზე.

XX საუკუნის დასაწყისამდე ჩინეთში მკურნალობის ძირითად ფორმად კვლავ ტრადიციული მედიცინა რჩებოდა. შემდეგ ცინის დინასტიის უკანასკნელი იმპერატორი ჩამოაგდო სუნ იატსენმა, რომელსაც დასავლეთში ჰქონდა სამედიცინო განათლება მიღებული და ქვეყანაში ნელ-ნელა მეცნიერებაზე დაფუძნებული მკურნალობის მეთოდები შემოვიდა. დღეს ჩინელ ექიმებს ამზადებენ და ლიცენზიებს ანიჭებენ ულტრათანამედროვე სამედიცინო პრაქტიკის საფუძველზე, მაგრამ ტრადიციული მედიცინა კვლავ აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში. ჩინეთის საავადმყოფოთა უმრავლესობაში ნახავთ განყოფილებას, რომელიც უძველესი სამკურნალო მეთოდებით ხელმძღვანელობს. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ტრადიციული მედიცინა ჯანდაცვის პოლიტიკის არსებით რგოლად აქცია და აღნიშნა მისი პოტენციალი მკურნალობის ხარჯის დასაწევად თუ ინოვაციური მეთოდების დასანერგად, აღარაფერს ვამბობთ ჩინეთის ეროვნული იმიჯის ამაღლებაზე. XXI საუკუნეს მან უწოდა ტრადიციული მედიცინის ახალი ოქროს ხანა.

სამეცნიერო კვლევის კუთხით, აბსოლუტურად დასაშვებია, რომ ტრადიციული მედიცინა მართლაც იდგეს ახალი ოქროს ხანის ზღურბლზე. წამყვანი უნივერსიტეტები და მათი მეცნიერები დასავლეთიდან თუ აღმოსავლეთიდან სწორედ ტრადიციულ მედიცინას რთავენ მეცნიერებაში კიბოს, დიაბეტსა თუ პარკინსონის მსგავს დაავადებებთან საბრძოლველად.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]