weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

პლანეტის ყველაზე დიდი შინაური კატა იტალიაში ცხოვრობს

11:15 სამშაბათი, 15 იანვარი 2019

იტალიის ქალაქ ვიგევანოში მცხოვრები მენ-კუნის ჯიშის კატა, სახელად ბარიველი, მსოფლიოში არსებულ შინაურ კატებს შორის ყველაზე გრძელი ინდივიდია. ორი წლის მამრი კატის სიგრძე 120 სანტიმეტრია, რითაც ის გინესის მოქმედი რეკორდსმენია.

კატის სახელი ლომბარდიულ დიალექტზე „მასხარას“ ნიშნავს, თუმცა პატრონ ედგარ სკანდურას თქმით, იგი სახელს ვერ ამართლებს, რადგან წყნარი, მშვიდი და ძალიან მორცხვია.

აღსანიშნავია, რომ მეინ-კუნის კატები დიდი ზომით გამოირჩევიან. ისტორიაში არსებული ყველაზე გრძელი კატა სწორედ აღნიშნული სახეობის წარმომადგენელი, 2013 წელს გარდაცვლილი ინდივიდი სახელად სტიუი იყო, რომლის სიგრძე 123 სმ გახლდათ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]