weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ორი ოსკარის მფლობელმა ანიმატორმა სტუდია „პიქსარი“ დატოვა

12:29 შაბათი, 19 იანვარი 2019

ამერიკელი სცენარისტი, რეჟისორი, ანიმატორი და მონტაჟიორი, ორი ოსკარის მფლობელი ლი ანკრიჩი 25-წლიანი მუშაობის შემდეგ კომპიუტერული ანიმაციების სტუდია „პიქსარიდან“ წავიდა.

„არ მივდივარ იმის გამო, რომ სხვა სტუდიაში გადავიღო ფილმები, უბრალოდ, მინდა მთელი დრო ოჯახთან ერთად გავატარო და სხვა ინტერესებს მივხედო, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მაკლდა“ - განმარტა 51 წლის ანიმატორმა.

ლი ანკრიჩი თავდაპირველად „პიქსარის“ პირველი ფილმების (Toy Story, A Bug’s Life) მემონტაჟე გახლდათ, მონტაჟის საქმიანობის პარალელურად კი თანარეჟისორის რანგში იმუშავა ანიმაციებზე: Toy Story 2, Monsters, Inc., Finding Nemo. დამოუკიდებელი რეჟისორის ამპლუაში გადაიღო ორი ანიმაცია: Toy Story 3 და Coco, რომელთათვისაც ორი ოსკარი მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]